MBG ჯგუფი აერთიანებს ოთხ, საკუთარ საქმეში გამოცდილ და წარმატებულ კომპანიას: MBG Construction - ემბიჯი მშენებლობა, MBG Rent - სამშენებლო მასალების გაქირავება, MBG Safety - შრომის უსაფრთხოების მომსახურება, MBG Concrete - უმაღლესი ხარისხის ბეტონის წარმოება კახეთის რეგიონში.
MBG Construction ფლობს უმაღლესი ხარისხის და უახლესი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით აღჭურვილ სასაწყობე სივრცეს თბილისში, ხოლო ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული სამშენებლო პროექტები გამოირჩევა უნაკლო ხარისხითა და მდგრადობით. კომპანიის მოღვაწეობა 90-ზე მეტ სამშენებლო პროექტს ითვლის, საერთო ფართით არანაკებ 500 000 კვ. მ.
MBG Rent ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ინვენტარის გაქირავების მიმართულებით.
MBG Safety წარმოადგენს ექსპერტებითა და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა ეკონომიკურ საქმიანობაში.
MBG ბეტონი ფლობს სამ ქარხანას კახეთის რეგიონში, ქ.თელავში, სოფელ შილდასა და სოფელ ჩალაუბანში. კომპანიის წარმადობა საათში 240 კუბი ბეტონია.